Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ”ინტენსიურ კონსულტაციებს” ატარებს დასავლელ პარტნიორებთან


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ”ინტენსიურ კონსულტაციებს” ატარებს დასავლელ პარტნიორებთან, რათა არ იქნას დაშვებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ისეთი რეზოლუციის მიღება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციას 15 ივნისს მიიღებს- სწორედ ამ დღეს ეწურება ოთხთვიანი მანდატი გაეროს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ასევე ზემო კოდორის ხეობაში არსებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს.
XS
SM
MD
LG