Accessibility links

logo-print

ოპოზიციის აქტივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს კვერცხები დაუშინეს


პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. პარლამენტთან კვლავ იმყოფებიან ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. მათსა და დეპუტატებს შორის რამდენიმე ინცინენტი მოხდა პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შენობიდან გამოსვლისას მის ავტომანქანას აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს. მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლაც პოლიციეს თანამშრომლებთან.

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, დეპუტატ გია თორთლაძეს. ხოლო, პარლამენტიდან სულ ბოლოს გამოსულ დეპუტატებს გიორგი ასანიძეს და გია გეწაძეს ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა წყალი შეასხეს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ, რომელიც პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე გაიმართა, დღეს ოთხი საათით იმუშავა.
XS
SM
MD
LG