Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოჰან ვერბეკე: გაეროს მისიის შეწყვეტა აფხაზეთში საფრთხეს შეუქმნის ეთნიკურ ქართველებს


საქართველოში გაეროს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა იოჰან ვერბეკემ განაცხადა, რომ თუკი ვერ მოხერხდა აფხაზეთში მისიის გაგრძელება, ეს ძირს გამოუთხრის სტაბილურობას საქართველოს ამ რეგიონში. რეიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში ვერბეკემ თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები დაუცველები დარჩებიან. მისიას ვადა 15 ივნისს გასდის. გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება წარმოიშვა მანდატის გაგრძელებისთვის საჭირო რეზოლუციის ტექსტის თაობაზე. რუსეთს სურს, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქნეს მოხსენიებული, საქართვეოლო კი მოითხოვს, რომ დოკუმენტში ასახული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
XS
SM
MD
LG