Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამკაცრდა გაეროს სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ


გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო სანქციების გამკაცრებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, მის მიერ 25 მაისს ბირთვული გამოცდის ჩატარების გამო. რეზოლუცია კრძალავს ყველა სახის იარაღის ექსპორტს ჩრდილოეთ კორეიდან და მასში თითქმის ყველანაირი იარაღის იმპორტს. რეზოლუცია გაეროს წევრ სახელმწიფოებს ანიჭებს უფლებას, შეამოწმონ ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი ტვირთები, გაანადგურონ ის, რაც აკრძალულია რეზოლუციით. რეზოლუციის პროექტი შემუშავდა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის, აგრეთვე იაპონიისა და კორეის მონაწილეობით გამართული 2-კვირიანი კონსულტაციების შედეგად. ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო სამართალი ავალდებულებს ამ რეზოლუციის მოთხოვნების შესრულებას.
XS
SM
MD
LG