Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა


ირანში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. საარჩევნო უბნები დაიხურა, წინასწარ შედეგებს დილისთვის ელიან. პრეზიდენტის პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა - მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, ირნამ, აჰმადინეჟადი უკვე გამოაცხადა კიდეც გამარჯვებულად. საკუთარ გამარჯვებაზე საუბრობს აჰმადინეჟადის მთავარი მეტოქე მირ ჰოსეინ მუსავიც, რომლის განცხადებით, მან კენჭისყრა "აშკარა უპირატესობით" მოიგო. ამომრჩეველთა უჩვეულოდ მაღალი აქტიურობის გამო საარჩევნო უბნები დაგეგმილზე ოთხი საათით გვიან დაიხურა. ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ კამრან დანეშჯუმ ელექტორატის აქტიურობას "უპრეცედენტო" უწოდა. ხელისუფლების მონაცემებით, აქტიურობამ 80 პროცენტს მიაღწია. თუ ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მოახერხა ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვება, 19 იანვარს ორ გამარჯვებულს შორის კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნება.
XS
SM
MD
LG