Accessibility links

გუანტანამო კიდევ სამმა ყოფილმა პატიმარმა დატოვა


კუბაში, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ბაზაზე მდებარე გუანტანამოს ციხე კიდევ სამმა ყოფილმა პატიმარმა დატოვა. სამივე საუდის არაბეთის მოქალაქეა. ყოფილ პატიმრებს მოეხსნათ ტერორისტული საქმიანობის ბრალდება და ისინი სამშობლოში დააბრუნეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გუანტანამო ათმა პირმა დატოვა - მათ შორის ერთი ნიუ იორკში, აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარდგება, ხოლო დანარჩენები გაიგზავნენ ჩადში, ერაყსა და ბერმუდის კუნძულებზე.
XS
SM
MD
LG