Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტი "ბოლომდე" აპირებს თალიბანთან ბრძოლას


პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა, რომ თალიბანის მოძრაობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ამიტომ მთავრობა "ბოლომდე" განაგრძობს ბრძოლას მეამბოხეებთან. თანამემამულეებისადმი სატელევიზიო მიმართვაში პაკისტანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თალიბანს სურს, ხელში ჩაიგდოს ქვეყნის მართვის სადავეები და ამ მიზნის მისაღწევად ყოველ ღონეს ხმარობს. პარასკევს, ქალაქ ლაჰორის მეჩეთში, თვითმკვლელის მოწყობილი აფეთქების შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ცნობილი სასულიერო პირი სარფაზ ნაიმი - თალიბანის მოძრაობის მოწინააღმდეგე. აფეთქების შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი.
XS
SM
MD
LG