Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი მეორე ვადით დარჩება ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე


ოფიციალური წინასწარი მონაცემების თანახმად, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, რომელიც თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩება. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ცნობით, აჰმადინეჟადმა ხმების 62,6 პროცენტი მიიღო და აშკარა უპირატესობით აჯობა მთავარ მეტოქეს - რეფორმისტ მირ ჰოსეინ მუსავის, რომელსაც ამომრჩეველთა 34 პროცენტი მიემხრო. მუსავი გამარჯვებულად საკუთარ თავს მიიჩნევს და აცხადებს, რომ კენჭისყრა უხეში დარღვევებით ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამომარჩეველთა აქტიურობამ თითქმის 80 პროცენტი შეადგინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ირანის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG