Accessibility links

logo-print

ირანის სასულიერო ლიდერმა ხალხს მოუწოდა მხარი დაუჭირონ არჩეულ პრეზიდენტს


ირანის სასულიერო ლიდერმა, აიათოლა აილი ხამენეიმ, მოუწოდა ირანელებს, მხარი დაუჭირონ არჩეულ პრეზიდენტს. ხამენეის გამოსვლა მოჰყვა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ პარასკევის არჩევნებში გაიმარჯვა მაჰმუდ აჰამდინეჟადმა. აჰმადინეჟადს, ოფიციალური მონაცემებით, მიემხრო 62,6 პროცენტი. მეორე ადგილზე გასულმა რეფორმისტმა კანდიდატმა, მირ ჰოსეინ მუსავიმ, რომელმაც ამავე მონაცემებით, 34 პროცენტი მიიმხრო, განაცხადა, რომ ის ამ სახიშ ფარსს არ დანებდება. სხვა კანდიდატმა, მეჰდი ქარუბიმ ასევე თქვა, რომ არჩევნების შედეგები არის უკანონო და მიუღებელი.
XS
SM
MD
LG