Accessibility links

logo-print

თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს


ათასობით ადამიანი გავიდა ირანის დედაქალაქის ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეთქვა არჩევნების შედეგების მიმართ. ოფიციალური ცნობით, პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა გაიმარჯვა ხმების 62,6 პროცენტით. თეირანიდან იუწყებიან უშიშროების ძალებსა და პროტესტის მონაწილეთა შორის შეტაკებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გარშემო პოლიციამ ზღუდე აღმართა. ხელისუფლების თანახმად, ის არ დაუშვებს დემონსტრაციებს უფლების გარეშე. მან ხალხს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა "უკანონო" საპროტესტო გამოსვლებში. ირანის სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, მოუწოდა ირანელებს, მხარი დაუჭირონ არჩეულ პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG