Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ დააჩქარებს ბირთვული იარაღის პროგრამას


ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა დღეს, რომ ის გაზრდის თავისი ბირთვული იარაღის პროგრამას. ფხენიანის თანახმად, ის გამოიყენებს ბომბების დასამზადებლად პლუტონიუმის სრულ მარაგს, რომელსაც მისი ბირთვული რეაქტორები აწარმოებს. გუშინ გაეროს მიერ დაწესებული გაძლიერებული სანქციების საპასუხოდ, ამ ქვეყანამ განაცხადა, რომ სამხედრო ძალას იხმარს, თუკი აშშ და მისი მოკავშირეები მის იზოლირებას შეეცდებიან, ან ბლოკადას დაუწესებენ.
XS
SM
MD
LG