Accessibility links

logo-print

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი პროტესტს იწვევს


საპროტესტო გამოსვლები თეირანის ქუჩებში

საპროტესტო გამოსვლები თეირანის ქუჩებში

გუშინ ირანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გამოცხადდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სადეხ მაჰსულმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა არჩევნები მოიგო 62, 6 პროცენტით, მისმა მთავარმა კონკურენტმა, მირ ჰოსეინ მუსავიმ კი, ხმების მხოლოდ 34 პროცენტი მიიღო.

რეფორმატორმა კანდიდატმა მუსავიმ თქვა, რომ არჩევნები აშკარა დარღვევებით ჩატარდა. მან ირანელებისადმი თავის მიმართვაში არჩვევნების გამოცხადებულ შედეგებს უწოდა “შოკის მომგვრელი” და მთავრობას მოუწოდა, აღიაროს ხალხის არჩევანი. მუსავიმ თქვა, რომ ის არ აპირებს “საშიშ ფარსს დანებდეს”, რომ თავის მომხრეებთან ერთად შეებრძოლება “ტყუილის და დიქტატორის მმართველობას”.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი კენჭისყრისას
ახლა აჰმადინეჟადი კიდევ 4 წლით ჩაუდგება სათავეში ირანის სამოქალაქო ხელისუფლებას. ირანის სასულიერო ლიდერმა, აითოლა ალი ხამენეიმ ქებით მოიხსენია აჰმადინეჟადის კვლავ არჩევა. მან თქვა, რომ მისი გამარჯვება ნამდვილი ზეიმია, რაც არის გარანტია ქვეყნის წინსვლისა და უსაფრთხრებისთვის.

ათასობით ადამიანი გავიდა ირანის დედაქალაქის ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეთქვა არჩევნების შედეგების მიმართ. თეირანიდან იუწყებიან უშიშროების ძალებსა და პროტესტის მონაწილეთა შორის შეტაკებების შესახებ. შინაგა საქმეთა სამინისტროს გარშემო პოლიციამ ღზუდე აღმართა. ხელისუფლების თანახმად, ის არ დაუშვებს უნებართვო დემონსტრაციებს.

პოლიციის ძალებია განთავსებული ყველგან, საარჩევნო კომისიის ოფისებთან და სამთავრობო შენობებთან. ქალაქებში მოძრაობენ პოლიციის რაზმები მოტოციკლებით. ისინი უმოწყალოდ სცემენ დემონსტრანტებს და ყველას, ვინც კი საეჭვოდ მოეჩვენებათ. როგორც დასავლელი ჟურნალისტები იტყობინებიან თეირანიდან, ასეთი სცენები ირანის დედაქალაქს ისლამური რევოლუციის შემდეგ არ უხილავს.

მიმომხილველები მოელიან, რომ დამარცხებული კანდიდატები თავიანთ მომხრეებს
ყველგან პოლიციის ძალებია განთავსებული.
სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა გადადგამენ ნაბიჯებს არჩევნების გასაპროტესტებლად.

მართალია, ირანში ბევრი ზეიმობს აჰმადინეჟადის გამარჯვებას, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრია შოკირებული ოფიციალური შედეგების გამო. რეფორმების მომხრე სტუდენტების ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, მეჰდი არაბშაჰი ლაპარაკობს სერიოზულ ეჭვზე არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ.

არაბშაჰის ლოგიკა მარტივია: “რაც ვიხილეთ დიდ და პატარა ქალაქებში, სოფლებშიც - სხვა კანდედიდატების ასეთი მასობრივი მხარდაჭერა - იმის დასტურია, რომ აჰმადინეჟადს არ შეეძლო მოეგო არჩევნები, გამარჯვება სხვა კანიდატმა მოიპოვა, და თუკი ეს ასე არაა, მაშინ მეორე ტური მაინც უნდა დაინიშნოსო.”

კრიტიკოსებს ეჭვს უჩენს გამარჯვებულად აჰმადინეჟადის ნაადრევად გამოცხადება. წინა არჩევნებზე, ჩვეულებრივ, შედეგები რეგიონების მიხედვით ნელ-ნელა ცხადდებოდა ხოლმე. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა ხალხის რაოდენობას, რომელიც მიემხრო აჰმადინეჟადს. ზოგ შემთხვევაში, ძალიან უჩვეულოა პრეზიდენტის აშკარა გამარჯვება რეგიონებში. ის ფაქტი, რომ რეფორმისტმა კანდიდატმა, მეჰდი ქერუბიმ, ოფიციალური ცნობით, თავის მშობლიურ ქალაქშიც კი წააგო არჩევნები, კრიტიკოსებს ასევე საეჭვოდ მიაჩნიათ. რეფორმისტი ჟურნალისტი თეირანში, სარეჯედინ მირდამადი მოწმე გახდა საეჭვო ვითარებისა თეირანში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბიულეტენებს ირანში შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვლის.

სპეცრაზმელი ცრემლსადენ გაზს ასხურებს მუსავის მომხრე დემონსტრანტს
“სამინისტროში შესვლა მინდოდა და არ შემიშვეს, თუმცა საშვი მქონდა”, უამბო მან ჩვენს ირანელ კოლეგებს ტელეფონით. “შემდეგ დავინახე, რომ შენობაში არ უშვებდნენ თვით სამსახურში მიმავალ თანამშრომლებს. ერთმა მათგანმა მოვგიანებით მითხრა, რომ არაერთი განყოფილების თანამშრომლები შენობაში არ შეუშვიათ.“

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობენ დამოუკიდებელი მეთვალყურეებიც.

მილიონობით ირანელი ახალგაზრდა, რომელიც რეფორმატორ კანდიდატს, მუსავის უჭერდა მხარს და გუშინდლამდე მწვანე ფერის დროშებით და თავსაკრავებით ავსებდა თეირანის ქუჩებს, ახლა იმედგაცრუებულია, პროტეტის განწყობა აქვს. თავიანთ გრძნობებს ისინი გამოხატავენ “ფეისბუკის” სოციალური ქსელის საშუალებით, რამდენიმე მათგანმა გამოფინა ირანის რუკის ფოტო, რომელიც იწვის. სხვები ამ დღეს “შავ შაბათს უწოდებენ”. “ფეისბუკითვე” ვრცელდებოდა ფოტოები და ვიდეოკადრები თეირანში პოლიციასთან შეტაკებების თუ უშიშროების ძალების ძალადობის შესახებ.

თუმცა შაბათს ირანის ხელისუფლებამ გათიშა ინტერნეტით ვიდეო და ფოტოფაილების ურთიერთგაცვლის ისეთი სერვისი, როგორებიცაა “იუტუბი” და “ფეისბუკი”. უკვე გუშინდლიდან მთელ ქვეყანაში თითქმის სრულიად არის შეჩერებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემა.
XS
SM
MD
LG