Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია უარს აცხადებს მოსკოვის სამიტში მონაწილეობაზე


ბელორუსიამ უარი განაცხადა, მონაწილეობა მიეღო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში, რომელიც დღეს მოსკოვში ტარდება. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ბელორუსიის რძის ნაწარმის იმპორტის აკრძალვას, რომელიც რუსეთმა ამ რამდენიმე დღის წინ დააწესა. მინსკში ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად ამიიჩნევენ. ბელორუსიის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოში გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ შეუძლებელია, სამხედრო უსაფრთხოებაზე იმსჯელო მაშინ, როცა ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის მიზეზით ხიფათი ექმნება მეორე წევრის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.
XS
SM
MD
LG