Accessibility links

logo-print

11 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მომხდარ ინციდენტებში


სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მომხდარ ორ სხვადასხვა ინციდენტში. სამხრეთ ვაზირისტანის მთიან რაიონში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა რაკეტა ესროლა ავტომანქანას, რომელშიც, სავარაუდოდ, მეამბოხეები ისხდნენ. სამივე მგზავრი დაიღუპა. ქალაქ დერა-ისამილ-ხანის ბაზარში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა რვა, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი. ახლახან თალიბები დაიმუქრნენ, რომ პაკისტანის ქალაქებში ტერორისტულ აქტებს მოაწყობდნენ - პასუხად ხელისუფლების მიერ მათს წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციაზე.
XS
SM
MD
LG