Accessibility links

logo-print

აშშ გმობს ქართველ პარლამენტარებზე განხორციელებულ თავდასხმებს


ვაშინგტონმა დაგმო ქართველ პარლამენტარებზე 12 ივნისს განხორციელებული თავდასხმები და მოუწოდა მთავრობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, დაუყოვნებლივ განაახლონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საპროტესტო აქციის ზოგიერთმა ლიდერმა მხარი დაუჭირა ადამიანებსა და მათ ქონებაზე მიტანილ იერიშს“. ეს კი, განცხადების თანახმად, „ეწინააღმდეგება საპროტესტო აქციის ლიდერთა ადრინდელ განცხადებებს, რომელშიც გამოხატული იყო მოწოდება არაძალადობრივი მოქმედებისაკენ.“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავდასხმებმა „გადაკვეთა ხაზი, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებას შორის არის გავლებული.“ გარდა ამისა, განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება ყველას მიმართ, ვინც მხარს უჭერს ფართო პოლიტიკურ დიალოგსა და პასუხისმგებლიან მმართველობას, დაგმოს ზემოხსენებული ქმედებები. „დაჟინებით ვთხოვთ საპროტესტო აქციის ლიდერებს, შეწყვიტონ თავდასხმები“, ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG