Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში ცხრა უცხოელი მოიტაცეს


იემენში შიიტმა მეამბოხეებმა ცხრა უცხოელი მოიტაცეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მოტაცებულთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ. იემენის თავდაცვის სამინისტროს საინტერნეტო ვერდზე გამოქვეყნებულია ცნობა, რომლის თანახმად, მოტაცებულთა შორის არიან გერმანიის შვიდი, ხოლო დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის თითო მოქალაქე. როგორც იუწყებიან, მოტაცებულნი ერთ-ერთი ადგილობრივი საავადმყოფოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები არიან. ინციდენტი მოხდა ჩრდილოეთ იემენის საადის რაიონში, სადაც მეამბოხეები ხელისუფლებას ებრძვიან. იემენში უცხოელების გატაცება ხშირი მოვლენაა. ამ ხერხს მეამბოხეები მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად მიმართავენ.
XS
SM
MD
LG