Accessibility links

logo-print

პარლამენტარებზე თავდასხმისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, კიდევ ორი პირი, რომლებმაც 12 ივნისს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრებსა და სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს. სამინისტროს საინტერნეტო გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაკავებულებს 25 და 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარასკევს სამართალდამცველებმა ამავე მიზეზით დააკავეს კიდევ ხუთი პირი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მათაც 25 დღიდან ერთ თვემდე პატიმრობა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG