Accessibility links

logo-print

სირიის პრესა იმედს გამოხატავს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის წინადადების გამო


სირიის ოფიციალური პრესა, დამასკში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის, ჯორჯ მიჩელის ვიზიტის შემდეგ, იმედს გამოხატავს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამშვიდობო წინადადებების გამო. სამთავრობო გაზეთი,” ათ-თავრა” წერს, რომ არსებობს რეალური ოპტიმიზმი, რადგან ორივე მხარე ხვდება, რომ საერთო მშვიდობის მისაღწევად ორმხრივი ურთიერთობის განვითარება მნიშვნელოვანია. შაბათს მიჩელი სირიის პრეზიდენტ ბაშირ ასადს შეხვდა და განაცხადა, რომ სირიას ამ სამშვიდობო პროცესში არსებითი როლი აკისრია.
XS
SM
MD
LG