Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში რუსეთის მილიციის ოფიცრები დახოცეს


რუსეთის მილიციის ცნობით, მეამბოხეებთან შეტაკების შედეგად მისი ორი ოფიცერი დაიხოცა. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სროლისას დაიჭრა ოთხი ოფიცერი. ორი სხვა მილიციელი დაშავდა ნაღმის აფეთქების შედეგად. მეზობელ ინგუშეთში, გასულ კვირაში ყოფილი მოსამართლე და ყოფილი მინისტრი დახოცეს. ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში, რაიონული მმართველობის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

XS
SM
MD
LG