Accessibility links

ისრაელის პრემიერი პალესტინელთა დემილიტარიზებულ სახელმწიფოს აღიარებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აღიარებდა პალესტინელთა დემილიტარიზებულ სახელმწიფოს. ნეტანიაჰუმ დღეს წარმოთქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა, რომელშიც სამშვიდობო პოლიტიკაზე ილაპარაკა. მან მიმართა არაბ ლიდერებს, შეხვდნენ, რათა დამყარდეს მშვიდობა. მანვე მოუწოდა პალესტინელებს, დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ. მან თქვა, რომ ისრაელი ასრულებს საერთაშორისო შეთანხმებებს და მოელის, რომ სხვა მხარეებიც შეასრულებენ თავიანთ თვალდებულებებს. ნეტანიაჰუს თქმით, პალესტინელებმა უნდა აღიარონ ისრაელი, ებრაელი ერის სამშობლოდ. მან აღნიშნა, რომ პალესტინელი ლტოლვილების პრობლემა ისრაელის გარეთ უნდა მოგვარდეს, ებრაელთა სახელმწიფოში პალესტინელების დასახლების გარეშე. ნეტანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი აღარ ააშენებს დასახლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
პალესტინელთა ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ნეტანიაჰუს სიტყვაში გამოხატული პოზიცია სამშვიდობო წინადადებების “საბოტაჟს” წარმოადგენს. ისლამისტური ჰამასის მოძრაობის თქმით, გამოსვლა “რასისტულსა და ექსტრემისტულ” იდეოლოგიას გამოხატავს.
XS
SM
MD
LG