Accessibility links

logo-print

ბელორუსიამ და უზბეკეთმა უარი თქვეს ხელი მოეწერათ სწრაფი რეაგირების ძალების შესახებ შეთანხმებაზე


ბელორუსიამ და უზბეკეთმა უარი თქვეს ხელი მოეწერათ კოლექტიური უსაფრთხოების ჩარჩოებში, სწრაფი რეაგირების, ნატოს შენაერთის მსგავს, ძალების შექმნის შესახებ შეთანხმებაზე. ბელორუსიამ უარი განაცხადა, მონაწილეობა მიეღო ამ ორგანიზაციის სამიტში, რომელიც დღეს მოსკოვში ჩატარდა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ბელორუსიის რძის ნაწარმის იმპორტის აკრძალვას, რომელიც რუსეთმა ამ რამდენიმე დღის წინ დააწესა. უზბეკეთმა კი არ ისურვა ხელის მოწერა, რადგან თვლის, რომ კიდევ უფრო გაიზრდება მოსკოვის გავლენა მის საშინაო საქმეებში.
XS
SM
MD
LG