Accessibility links

logo-print
15 ივნისს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. საუბარი შეეხებოდა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო მისიების პერსპექტივის მიმართ. დავით დარჩიაშვილის აზრით, სამი შედეგია მოსალოდნელი - ”ერთი - რომ ჩაიწეროს ის, რაც გვინდა, საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პატივცემულია”, რომელსაც რუსეთი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს. ამით, დარჩიაშვილის აზრით, რუსეთი პირდაპირ უპირისპირდება დანარჩენ სამყაროს, მეორე გზა არის მისიის კიდევ ერთხელ ტექნიკურად გაგრძელება და მესამე ის, რომ რუსეთი ისეთი ტიპის რეზოლუციაზე დაიყოლიებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ისევ გააჩენს ნიადაგს სამომავლო სპეკულაციებისთვის, რაზეც დავით დარჩიაშვილის აზრით, საქართველო არ დათანხმდება და უარს იტყვის მისიაზე, რაც შექმნის კონფლიქტურ ზონებში საერთაშორისო მისიების ყოფნის ერთგვარ ვაკუუმს და საქართველოს დატოვებს იმ მისიასთან ერთად, რომელზეც რუსეთს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია - ეს არის ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია. ასეთი გახლავთ დავით დარჩიაშვილის მოსაზრება. დეტალები მოისმინეთ ინტევიუში, რომელსაც ნინო გელაშვილი უძღვება:
XS
SM
MD
LG