Accessibility links

logo-print

ევროკავშირი დადებითად აფასებს ნეთანიაჰუს განცხადებას


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთი მიესალმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას, რომელშიც მან მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას, თუმცა მხარდაჭერა გარკვეულ პირობებს დაუკავშირა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან კოჰოუტის განცხადებით, ნეთანიაჰუს გამოსვლა “სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი” იყო. ნეთანიაჰუმ კვირას პირველად გამოთქვა მხარდაჭერა პალესტინელური სახელმწიფოს შექმნისადმი იმ პირობით, თუ მას საკუთარი არმია არ ეყოლება. მისივე თქმით, პალესტინელებმა უნდა აღიარონ, რომ ისრაელი ებრაელთა სახელმწიფოა. ვაშინგტონმა “წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდა ნეთანიაჰუს განცხადებას.
XS
SM
MD
LG