Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში საპროტესტო აქცია გაიმართა, აკრძალვის მიუხედავად


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის, მირ ჰოსეინ მუსავის მომხრეებმა თეირანში საპროტესტო აქცია გამართეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აკრძალვის მიუხედავად. გავრცელებული ინფორმაციით, მუსავის ათასობით მომხრე მონაწილეობდა სვლაში რევოლუციის მოედნისაკენ, სადაც მათთვის მუსავის უნდა მიემართა. სანიფორმაციო სააგენტო "როიტერსი" იუწყება მუსავის და პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევების შესახებ. 12 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი აჰმადინეჟადი, რის შემდეგაც, შაბათ-კვირას, შეტაკებები მოხდა პოლიციელებს და მუსავის მომხრეებს შორის. მუსავი, რომელიც ზომიერი კურსის მომხრე პოლიტიკოსად არის ცნობილი, არჩევნების დროს მასობრივ დარღვევებზე მიუთითებს და კენჭისყრის შედეგების გაუქმებას მოითხოვს, ხოლო აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ გამარჯვება სამართლიან არჩევნებში მოიპოვა.
XS
SM
MD
LG