Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, გაითვალისწინოს “ახალი რეალობები”


გაეროში რუსეთის მისიამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაეროს უშიშრეობის საბჭოს წევრებს მოუწოდებს საქართველოში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებისაკენ “ახალ რეალობათა” გათვალისწინებით. “ახალი რეალობებით” იგულისხმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება რუსეთის მიერ. შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი კი აცხადებენ, რომ ამის გაკეთება ხელყოფდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს საქართველოში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს, რასაც რეზოლუციის მიღება უნდა მოჰყვეს. აფხაზეთში გაეროს მისიის მანდატის ვადა დღეს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG