Accessibility links

მუსავი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ირანის ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატ მირ ჰოსეინ მუსავის განცხადებით, ის მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ხელახალ არჩევნებში. ამ შინაარსის განცხადებით მუსავი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც მისმა მომხრეებმა გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთქმული აკრძალვის მიუხედავად. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადების გამო. აჰმადინეჟადი კი ირწმუნება, რომ სამართლიან არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება. საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ცნობით, მუსავისა და პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მომხრეებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ახალი აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც მუსავიმ სასულიერო პირთა უმაღლეს “გუშაგთა საბჭოში” გააპროტესტა არჩევნების შედეგი. იუწყებიან ასევე, რომ ირანის რელიგიური ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, “გუშაგთა საბჭოს” მუსავის საჩივრის შესწავლა მართებს.
XS
SM
MD
LG