Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში აშშ-ის სამხედრო ბაზა აგვისტოში დაიხურება


ყირგიზეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის ახალი სარდლის, პოლკოვნიკ კრისტოფერ ბერნის განცხადებით, მანასის ბაზა აგვისტოს შუა რიცხვებში შეწყვეტს საქმიანობას, ყირგიზეთის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად. პოლკოვნიკმა ბენსმა დღეს უთხრა ჟურნალისტებს, რომ დაწყებულია ბაზის დასახურად საჭირო სამუშაოები. შეერთებული შტატები რამდენიმე წელია იყენებს მანასის ბაზას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვის. თებერვალში ყირგიზეთის მთავრობამ ექვსი თვე მისცა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზის დასახურად, თუმცა მას შემდეგ შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთხელ გამოუთქვამთ იმედი, რომ ყირგიზეთის ლიდერები შეცვლიან გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG