Accessibility links

ირანში ოპოზიციის ასიათასობით მომხრე შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე


თეირანში ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადების გამო პროტესტის ნიშნად. დამარცხებული კანდიდატი მირ ჰოსეინ მუსავი, 12 ივნისის არჩევნების შემდეგ, დღეს პირველად გამოჩნდა ხალხში და განაცხადა, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში. საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ცნობით, მუსავისა და აჰმადინეჟადის მომხრეებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ზოგი ცნობით, დემონსტრაციის დროს სროლის ხმა გაისმა. ეს ბოლო საპროტესტო აქცია, რომელიც აკრძალვის მიუხედავად გაიმართა, მოჰყვა მუსავის მიერ არჩევნების შედეგის გასაჩივრებას “გუშაგთა საბჭოში” (ირანის უმაღლესი რელიგიური ორგანო). იუწყებიან ასევე, რომ ირანის უზენაეს სასულიერო ლიდერ აიათოლა ალი ჰამენეის განცხადებით, “გუშაგთა საბჭომ” უნდა შეისწავლოს მუსავის საჩივარი.
XS
SM
MD
LG