Accessibility links

logo-print

ვაცლავ ჰაველი სოლიდარობას უცხადებს ირანელ დემონსტრანტებს


ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მსოფლიომ სოლიდარობა უჩვენოს ირანელ დემონსტრანეტს. ყოფილი დისიდენტის თქმით, ის დემონსტრანტების მიმართ სიმპატიითაა განწყობილი, მათ წარმატებას უსურვებს და რჩევას აძლევს, რომ თუკი საწადელს მალე ვერ მიაღწევენ, ხელი არ ჩაიქნიონ. რადიო თავისუფალ ევროპა/ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰაველმა იმედი გამოთქვა, რომ ირანში სისხლისღვრა არ იქნება. ვაცლავ ჰაველმა დასძინა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები ირანის რეჟიმის იზოლირებას უნდა ემსახურებოდეს და არა ირანელი ხალხისა. ჰაველმა თქვა, რომ ნავთობი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე უფრო მნივნელოვანი.
XS
SM
MD
LG