Accessibility links

logo-print

მოლდავეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა


მოლდავეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა დღეს პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ვორონინმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 29 ივლისს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ორჯერ წარუმატებლად დასრულდა პარლამენტის მცდელობა, ახალი პრეზიდენტი აერჩია აპრილის საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტების სადავო გამარჯვების შემდეგ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად კომუნისტების 60 მანდატი ერგოთ - ერთით ნაკლები, ვიდრე საჭირო იყო ახალი პრეზიდენტის ასარჩევად სულ 101-ადგილიანი პარლამენტის მიერ. 5 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგმა მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია ოპოზიციაში, რასაც კიშინიოვში ანტიკომუნისტური დემონსტრაციები მოჰყვა.
XS
SM
MD
LG