Accessibility links

აფხაზეთში გაეროს მისიის ბედი ნაშუაღამევს გადაწყდება


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, მანდატის ვადა გაუგრძელოს აფხაზეთში გაეროს სამეთვალყურეო მისიას - ისე, რომ ეს რეგიონი დოკუმენტში საქართველოს ნაწილად იყოს მოხსენიებული. მანდატს ვადა დღეს ეწურება და მისი გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყვიტოს კენჭისყრამ, რომელიც თბილისის დროით ნაშუაღამევს მოეწყობა. გაეროში რუსეთის მისიამ, დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, უშიშროების საბჭოს ასევე მიმართა მოწოდებით, ვადა გაუგრძელოს მისიის მანდატს, ოღონდ "ახალი რეალობის" გათვალისწინებით. რეზოლუციის პროექტს, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, თურქეთმა, ავსტრიამ და ხორვატიამ, "მიუღებელი" უწოდა გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა. მანვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ რეზოლუციის პროექტს კენჭისყრაზე არსებული სახით გაიტანენ, რუსეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამჟამად აფხაზეთში გაეროს მისიაში 129 მშვიდობისდამცველი და 16 პოლიციელი მსახურობს.
XS
SM
MD
LG