Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში გამართული დემონსტრაციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა


აკრძალვის მიუხედავად, თეირანის ქუჩებში დღეს ასიათასობით დემონტრანტი გავიდა, და საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვება გააპროტესტა. ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ. დამარცხებული კანდიდატის, მირ ჰუსეინ მუსავის მომხრეების აქციას ძალადობა მოჰყვა. ერთი ჯგუფი, რომლის ზოგიერთ წევრს ხელში ბენზინით სავსე ჭურჭელი ეჭირა, დაიმუქრა, რომ იერიშს მიიტანდა შენობაზე, სადაც ბასიჯთა გასამხედროებული რაზმი არის განლაგებული. ეს რაზმი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთგულია. მუქარის პასუხად რაზმის ზოგიერთმა წევრმა ცეცხლი გახსნა, რასაც რამდენიმე დემონსტრანტის დაჭრა მოჰყვა. ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს ფოტოგრაფის ინფორმაციით, ერთი დემონსტრანტი ტყვიას ემსხვერპლა. მანამდე დემონსტრანტებთან მუსავი მივიდა და განაცხადა, რომ მზად არის ხელახალ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მუსავიმ საჩივარი შეიტანა ირანის უზენაეს სასულიერო საბჭოში. ხამენეის თქმით, საბჭომ - რომელიც ირანში არჩევნების მიმდინარეობას აკონტროლებს - მუსავის საჩივარი უნდა შეისწავლოს.
XS
SM
MD
LG