Accessibility links

პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულთ ადმინისტრაციული სასჯელი გამოუტანეს


თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ორშაბათს მომხდარი ინციდენტისას დაკავებული აქტივისტებს საქალაქო სასამართლომ სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული სასჯელი გამოუტანა. “ინტერპრესნიუსის” სააგენტოს ცნობით, 35 გასამართლებულიდან ოთხს 31-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დანარჩენებს სასამართლომ 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG