Accessibility links

logo-print

ირანის გუშაგთა საბჭოს თანახმად, ის მზადაა, ხელახლა დაითვალოს საარჩევნო ბიულეტენები


ირანის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო გუშაგთა საბჭო აცხადებს, რომ მზად არის ხელახლა დაითვალოს საარჩევნო ბიულეტენები, თუკი გასულ კვირაში ჩატარებულ არჩევნებში კანონდარღვევა გამოვლინდება. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ირნას მოჰყავს საბჭოს წარმომადგენლის, აბასალი კადხოდაის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ხმების ხელახლა დათვლის შემდეგ შესაძლოა გარკვეული ცვლილებები მოხდეს კანდიდატების მიერ მიღწეულ შედეგებში. ოფიციალური შედეგის გამოცხადებას, რომლის თანახმად, გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა პრეზიდენტმა, მკაცრი კურსის მიმდევარმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, სამდღიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თეირანსა და სხვა ქალაქებში.
XS
SM
MD
LG