Accessibility links

logo-print

მილიბენდი: რუსეთმა საკუთარი ინტერესებით გაუკეთა ბლოკირება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთმა საკუთარი ინტერესების გამო ბლორკირება უყო გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს გაითვალისწინებდა. დევიდ მილიბენდმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა უარი თქვა ერთგულებაზე გაეროს წინა რეზოლუციებისა, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავად რუსეთიც აღიარებდა. მილიბენდის განცხადებით, მოსკოვმა უნდა დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, მათ შორის სარკოზი-მედვედევის დოკუმენტი, კონფლიქტური ზონებიდან საკუთარი სამხედროები გაიყვანოს, ჟენევის დისკუსიაში კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს და მის მიერ დე-ფაქტო კონტროლირებულ რაიონებში ჰუმანიტარულ მისიათა საქმიანობა უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG