Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: მინისტრის მოადგილეობაზე თანხმობა არ ნიშნავს პროტესტის შეწყვეტას


საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა 15 ივნისს, რომ იგი მიიღებს პრეზიდენტ სააკაშვილის შემოთავაზებას და დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას სურს ამ ”გამოწვევის” მიღება, რათა სამინისტროს მუშაობა შიგნიდან გააკონტროლოს და გამოიძიოს ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმების ათობით შემთხვევა. იმავე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ”მხარს დაუჭერდა” სალომე ზურაბიშვილის სურვილს, დაიკავოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილის თანამდებობა. დღეს დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის პარალელურად ვერ დაიკავებს. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო პრესკონფერნცია გამართა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება, ეს თანამდებობა დაიკავოს არ ნიშნავს, რომ იგი წყვეტს პროტესტს ან პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას და რომ იგი საბოლოო პასუხს ელოდება.
XS
SM
MD
LG