Accessibility links

logo-print

ობამა შეშფოთებას გამოთქვამს ირანში შექმნილი ვითარების გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეშფოთება გამოთქვა ირანში შექმნილი ვითარების გამო. ვაშინგტონში გამოსვლისას, ობამამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელების არჩევა ქვეყნის საშინაო საქმეა, მაგრამ შეერთებული შტატები ვერ გაჩუმდება, როცა პროტესტი სისხლისღვრის სახეს იღებს. დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებებში, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი დაიღუპა. ირანში მომხდარი ძალადობა დაგმო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც. მისი თქმით, აუცილებელია, ბოლო მოეღოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ძალადობას დემონსტრანტების მიმართ. "უშიშროების ძალები პასუხისმგებელნი არიან იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო არ დაიძაბოს", განაცხადა შტაინმაიერმა. სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მოწოდება, დაუყოვნებლივ განხილულ იქნეს საჩივრები, რომლებიც არჩევნების მსვლელობისას გამოაშკარავებულ დარღვევებს ეხება.
XS
SM
MD
LG