Accessibility links

თბილისი ეწინააღმდეგება ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის გეგმას


თბილისი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი ათქმევინოს რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციაზე და აიძულოს ის, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მოწოდებით გამოეხმაურა რუსეთის მედიით გავრცელებულ ცნობას, რომ პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გასცა განკარგულება ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებათა გაფორმების თაობაზე. საგარეო უწყების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის მიუღებელი რუსეთისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მისიების ყოფნა.
XS
SM
MD
LG