Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული სამხედრო სარდლობა თბილისს და ევროკავშირის მისიას აკრიტიკებს


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ნიკოლაი მაკაროვის განცხადებით, ტერიტორიული პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით მოსაგვარებლად საქართველო არმიის გაძლიერებას განაგრძობს. გენერალი მაკაროვი ირწმუნება, რომ თბილისმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საკმაოდ ბევრი საგუშაგო გახსნა. შეგახსენებთ, რომ ამ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია არ ადასტურებს. საერთაშორისო მისიის მსგავსი შეფასებების გამო, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ მოსკოვს ევროკავშირის მეთვალყურეთა საქმიანობის გამო არაერთი შეკითხვა აქვს
XS
SM
MD
LG