Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ გორდონი: აშშ ევროპაში რუსეთის განსაკუთრებული გავლენის სფეროებს არ ცნობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთის მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას ერთმნიშვნელოვნად აღიარებს და ევროპაში მოსკოვის განსაკუთრებული გავლენის სფეროებს არ სცნობს. სამხრეთ კავკასიაში ამასწინანდელი ვიზიტის შემდეგ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გორდონმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ქვეყანაში დემოკრატიული რეგორმების განხორციელებას. რუსეთის მიერ საქართველოში გაეროს და ეუთოს მისიათა გაგრძელების ბლოკირების გამო, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სინანული გამოთქვა. ფილიპ გორდონმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, 22 ივნისს ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა გაიმართება. გორდონმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის.
XS
SM
MD
LG