Accessibility links

logo-print

საპატრულო პოლიციამ კანცელარიასთან საავტომობილო მოძრაობა აღადგინა


საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო კანცელარიასთან, ინგოროყვას ქუჩაზე, სამანქანო მოძრაობა აღადგინა. სამართალდამცავებმა ინგოროყვას ქუჩიდან საკნები ტროტუარის მხარეს გადაწიეს. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციის მოქმედებას შეხლა-შემოხლა არ მოჰყოლია. "კონსერვატორების" ერთერთმა ლიდერმა ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია თავად აპირებდა ქუჩის გათავისუფლებას. ამ დროსთვის ინგოროყვას ქუჩაზე სიმშვიდეა და იქ საპატრულო პოლიციელები აღარ იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG