Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს


„ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. ალიანსის პრეს-სამსახურის ცნობით, ვაშინგტონში შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ და თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების და სამხედრო დახმარების საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობაზე ალიანსის ლიდერმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან დენიელ როზენბლუმთან და სენატორ ჯეკ რიდთან შეხვედრებისას ისაუბრა.
XS
SM
MD
LG