Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და პაკისტანი პირველ სამიტს ატარებენ


ევროკავშირის ლიდერები, და პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, ბრიუსელში ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრაზე იმსჯელებენ ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის გზებზე, და სავაჭრო კავშირების გაუმჯობესებაზე. ეს ევროკავშირსა და პაკისტანს შორის ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა, ბენიტა ფერერო ვალდნერმა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი პაკისტანს დახლარების სახით 100 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს. თანხის ნახევარზე მეტი სვატის ხეობაში მომხდარი შეტაკებების მსხვერპლთა დასახმარებლად დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG