Accessibility links

logo-print

მოსკოვში ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, და ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო ირანის და ჩრდილოეთ კორეის ატომური პროგრამების ირგვლივ შექმნილი კრიზისების დიპლომატიური გზებით გადაჭრის მოწოდებით გამოვიდნენ. ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვში გამართული შეხვედრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ენერგეტიკის სფეროში რეკორდულ, 100 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებებს მიაღწიეს. დღეს უფრო ადრე ჰუ ძინტაო რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შეხვდა და უთხრა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჩინეთისთვის ყოველთვის ”პრიორიტეტული” იქნება. რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებამდე ჰუ ძინტაომ ეკატერინბურგში გამართულ ორ სამიტში მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG