Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მისამართით მუქარას იმეორებს


ჩრდილოეთმა კორეამ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა, რომ თავს დაესხმება შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი მის პროვოცირებას შეეცდებიან. გასულ თვეში ბირთვული და სარაკეტო გამოცდების ჩატარების გამო, ჩრდილოეთ კორეას გაეროს უშიშროების საბჭომ სანქციები გაუმკაცრა. სამშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, და საერთაშორისო სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოვიდა. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ გაეროს სანქციების პასუხად ურანის იარაღად ქცევას შეუდგება.
XS
SM
MD
LG