Accessibility links

logo-print

ირანში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის, მირ ჰუსეინ მუსავის მხარდამჭერები აგრძელებდნენ საპროტესტო აქციებს და არჩევნების შედეგის გაპროტესტებას. 12 ივნისის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვებას დემონსტრაციათა ტალღა მოჰყვა. ბევრი ამ ტალღას 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ანტი-სამთავრობო გამოსვლებად მიიჩნევს. მუსავის მომხრეებმა დღეს მორიგი აქცია დანიშნეს. თავად მუსავიმ კი მათ მოუწოდა, მშვიდობიანი დემონსტრაციები მოაწყონ, ამ მეჩეთებში შეიკრიბონ, არჩევნების შემდგომი არეულობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. მუსავი აცხადებს, რომ არჩევნებზე მასშტაბური დარღვევები აღირიცხა, და ხმათა ხელახალ დათვლას მოითხოვს. ოფიციალური უწყებები ხელახალ დათვლას ნაწილობრივ დათანხმდნენ.
XS
SM
MD
LG