Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა აჰმადინეჟადის და მუსავის პოლიტიკებში მცირე განსხვავებას ხედავს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, აშშ-ის “სი-ენ-ბი-სის” ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მართალია, ირანში, არჩევნების სადაო შედეგების გარშემო რაც ხდება, მისი თქმით, “გასაოცარი მღელვარებაა”, პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის და არჩევნებში მისი მეტოქის, მირ ჰოსეინ მუსავის პოლიტიკას შორის, ჩანს, მცირე გასხვავებაა. ობამას თანახმად, ვინც უნდა იყოს პრეზიდენტი ირანში, აჰმადინეჟადი თუ მუსავი, აშშ-ს ექნება ხანგძლივი ინტერესი, არ დაუშვას ირანში ბირთვული ენერგიის იარაღად გადაქცევა და შეაჩერებინოს ირანს, ისეთი ორგანიზაციების, როგორიცაა ჰიზბალაჰი და ჰამასი, დაფინანსება.
XS
SM
MD
LG