Accessibility links

logo-print

გერმანიაში ასი ათასზე მეტი სტუდენტი გავიდა ქუჩაში საპროტესტო დემონსტრაციებზე


გერმანიის სასწავლებლების ასი ათასზე მეტი სტუდენტი, ბავშვი და მასწავლებელი გავიდა დღეს გერმანიის ქალაქების ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეხატა ამ ქვეყნის განათლების სიმტემის მიმართ. აქტივისტებმა გადაკეტეს უნივერსიტეტის შენობების შესასვლელები, დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები, მოაწყვეს მსვლელობები ბერლინში, მიუნხენში, ასევე საუნივერსიტეტო ქალაქებში, ჰაიდელბერგსა და გიოტინგეში. გერმანიის მიწების ნახევარზე მეტი ნებას აძლევს უნივერსიტეტებს, მოითხოვონ სტუდენტებისგან სწავლის გადასახადი. ზოგირთი უნივერსიტეტი ამას არ აკეთებს და სახსრების გაკლებობას განიცდის. ზოგიერთ მიწაზე, გადასახადი წლიურად, ათას ევროს აღემატება.
XS
SM
MD
LG