Accessibility links

logo-print

მუსავის მხარდამჭერები სამგლოვიარო აქციას მოაწყობენ


ოფიციალური აკრძალვის მიმართ პროტესტის ნიშნად ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული მირ ჰოსეინ მუსავი თავის მომხრეებს მოუწოდებს დღეს გლოვის ნიშნად შეიკრიბონ და პატივი მიაგონ ორიოდე დღის წინ დაღუპულთა ხსოვნას. მუსავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მისი და ირანის ყოფილი პრეზიდენტის მოჰამად ხათამის ერთობლივი წერილი, რომლითაც ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას გაათავისუფლოს დაკავებული აქტივისტები. როგორც იუწყებიან ოთხშაბათს ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მასობრივ საპროტესტო აქციაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვებამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG