Accessibility links

სხეფერი ავღანეთის არჩევნებისთვის კონტინგენტის გაზრდაზე აცხადებს


ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი აცხადებს, რომ ავღანეთში დანიშნული არჩევნებისთვის 8-დან ათი ათასამდე ჯარისკაცი დაემატება ავღანეთში მოქმედ საერთაშორისო ძალებს. ოთხშაბათს სხეფერი ავღანეთის დედაქალაქში გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ჩავიდა. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი 20 აგვისტოს არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. დღეს სხეფერი პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG